ლატვიის პრემიერის პრესსამსახურის უფროსი პორნო ქასტინგებში მონაწილეობდა (ვიდეო)

ლატვიურმა მედიამ სკანდალური ინფორმაცია გაასაჯაროვა. როგორც გაირკვა, ლატვიის პრემიერ-მინისტრის ლაიმდოტა სტრაიუმას პრესსამსახურის უფროსი ჯეინა ტამულევიჩა პორნო ქასტინგებში მონაწილეობდა. ლატვიური მედიის ინფორმაციით, ჯეინა 15 წლის წინ ფრანგი პორნორეჟისორის პიერ ვუდმანის გადაღებებში მონაწილეობდა. ინფორმაცია პირველად ვებგვერდმა pietiek.com-მა გაახმაურა, რომელმაც Youtube-ზე Modris Auss-ის სახელით დარეგისტრირებული მომხმარებლის მოწოდებული ვიდეო და ფოტომასალები გამოაქვეყნა.
როგორც ვიდეოებიდან ირკვევა, ტამულევიჩას ქასტინგზე უშუალოდ ვუდმენი თარჯიმნის საშუალებით ესაუბრებოდა. ვიდეოს პირველი ნაწილი პაროდიას წარმოადგენს პარტია „ედინსტვოს“ შესახებ, ხოლო მეორე ნაწილი უშუალოდ ტამულევიჩას ქასტინგის ჩანაწერებია. ვუდმენთან საუბრისას ტამულევიჩა აცხადებს, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია და, ამავე დროს, ინტერესით ათვალიერებს ვუდმენის შეთავაზებულ პორნო ჟურნალს. Modris Auss-ს ტამულევიჩას მონაწილეობით უშუალოდ პორნოვიდეო ჯერჯერობით არ გაუვრცელებია, თუმცა გამოცემა pietiek.com-ს მიაწოდა ფოტომასალები, სადაც პრესსამსახურის უფროსი ვუდმენის წინაშე შიშვლდება.
ლატვიის პრემიერ-მინისტრს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. თავის მხრივ, ტამულევიჩამ მოკლე განცხადება გაავრცელა: „არჩევნებში კანდიდატურის წამოყენებას არ ვაპირებ, პარტიის წევრი არ ვარ. ამიტომაც ვიდეოს აზრი გაუგებარია“.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=kD0J9LehPOQ&index=1&list=UU72B-vbu_43Q0FgVr1AmERg” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები