ერდოღანი სირიის საზღვრის თავზე სასწრაფო არასაფრენი ზონის შექმნას აპირებს
თურქეთის პრეზიდენტის თაიპ ერდოღანის განცხადებით თურქულ-სირიულ საზღვარზე სასწრაფოდ უსაფრთხოების ზონები უნდა შეიქმნას. „ჩვენ რეგიონში კრიტიკულ პერიოდს განვიცდით. 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოების ჯანსაღმა აზროვნებამ გავლენა ვერ მოახდინა. ძალიან მნიშვნელოვანია სასწრაფო არასაფრენი ზონის შექმნა (თურქეთის და სირიის საზღვარზე) და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასევე საჭიროა უსაფრთხოების ზონის, ბუფერული ზონის ორგანიზება სირიაში“, – განაცხადა ერდოღანმა.