თალიბებმა 12 მშვიდობიან მოქალაქეს თავი მოკვეთეს

ტერორისტული მოძრაობა „თალიბანის“ „ბოევიკებმა“ ავღანეთის 4 სოფელში 12 ადამიანს თავი მოკვეთეს და 60 სახლი გადაწვეს. გაზნის პროვინციის ვიცე-გუბერნატორის განცხადებით, წინა კვირას „ბოევიკების“ მსხვერპლი დაახლოებით 80-იდან 100-მდე ადამიანი გახდა.
2014 წლის დასასრულამდე აშშ-ს და მათი მოკავშირეების კონტინგენტები ავღანეთს ტოვებენ. ძირითადი სამხედრო ძალების გაყვანის შემდეგ ქვეყანაში რამდენიმე ათასი ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება, რომლებიც ავღანელი ძალოვანების სწავლებით დაკავდებიან. უცხოური პრესის ინფორმაციით, ჯარების გაყვანის მოლოდინში ისლამისტები სიტუაციის დესტაბილიზაციას და საკუთარი პოზიციების გამაგრებას ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები