რუსეთმა არასაბირჟო სავალუტო სტატისტიკის გამოქვეყნება შეწყვიტა
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა არასაბირჟო სავალუტო ვაჭრობასთან დაკავშირებით ოფიციალური სტატისტიკის გამოქვეყნება შეწყვიტა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
სტატისტიკის გამოქვეყნების შეწყვეტა ნიშნავს, რომ ოფიციალური უწყება ე.წ. სავალუტო ჯიხურების ბრუნვასთან დაკავშირებით მონაცემებს აღარ გაასაჯაროებს.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა ვრცელდება ყველა ტიპის ვალუტაზე, მათ შორის, დოლარზე, ევროზე, სტერლინგსა და იუანზე.
რუსეთის ბანკის განცხადებით, უწყება საბირჟო სავალუტო ბაზრის ყოველდღიური სტატისტიკის გამოქვეყნებას „სანქციების ზემოქმედების შეზღუდვის მიზნით“ აჩერებს.