კორეის ფესტივალი საქართველოში

27 სექტემბერს, 19:00 საათზე,თბილისის საკონცერტო დარბაზში, კორეის ფესტივალის ფარგლებში, THE PERFORMERS „FLY UP“ – ის გალა წარმოდგენა გაიმართება. კორეის ფესტივალის ფარგლებში იმართება სხვადასხვა სანახაობრივი ღონისძიება, რომლის მიზანიც კორეული კულტურისა და ხელოვნების მსოფლიოსთვის გაცნობაა. 2014 წელს კორეის ფესტივალს საქართველოს გარდა 5 სხვადასხვა ქვეყანა – ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია და რუსეთი უმასპინძლებს. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: კორეის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და კორეის ფონდი. წარმოდგენაზე დასწრება უფასოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები