სამუშაო შეხვედრა ლატვიის კულტურის მინისტრთან

დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ლატვიელ კოლეგა დაცე მელბარდეს უმასპინძლა. შეხვედრას მინისტრის მოადგილეები: კახა კანდელაკი და ლევან ხარატიშვილი, ასევე ლატვიის დელეგაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. 24-27 სექტემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ლატვიის ოფიციალურ დელეგაციას მასპინძლობს, რომელსაც კულტურის მინისტრი დაცე მელბარდე ხელმძღვანელობს. დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები