„Financial Times“-მა ქართული ღვინის კულტურასა და მევენახეობაზე სტატია გამოაქვეყნა

ცნობილი ბრიტანული გამოცემა „Financial Times“ ქართული ღვინის კულტურასა და მევენახეობას ვრცელ სტატიას უძღვნის.
სტატიის ავტორია BBC-ის, „Guardian“-ისა და „Financial Times“-ის ჟურნალისტი მაია ჯაგია (Maya Jaggi), რომელიც საქართველოში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოწვევით, ყოველწლიური ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის ფარგლებში იმყოფებოდა.
ქართული ღვინის ტრადიციებისადმი მიძღვნილ სტატიაში საუბარია იუნესკოს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების, ქართული ტრადიციებისა და ქართული ღვინის მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები