ეროვნული მუზეუმის გალერეაში დიმიტრი ერმაკოვის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

დღეს, 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გალერეაში ქართველი ფოტოგრაფისა და კოლექციონერის დიმიტრი ერმაკოვის (1846-1916) ნამუშევრების გამოფენა იხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ მოგზაურობის დროს გადაღებული პორტრეტები, ყოველდღიური ყოფის ამსახველი სიუჟეტები, ქალაქების არქიტექტურა და ინფრასტრუქტურა. გარდა ფოტოებისა, ექსპონირებული იქნება ავტორის პირადი ფოტოაპარატები და ფოტ-ალბომები. დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექცია ჩვენამდე სრულად მოღწეული იშვიათი ფოტოკოლექციათაგანია, რაც მას ისტორიულ და ესთეტიკურ ღირებულებას მატებს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის საცავებში, სახელოვანი ფოტოგრაფის, 25819 ცალკეული ანაბეჭდი, 15536 მინი ნეგატივი და 119 ფოტოალბომია დაცული. ამ უნიკალური კოლეციის რესტავრაცია, კონსერვაცია და ინვენტარიზაცია, 1999-2010 წლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ნიდერლანდების ფოტომუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მხარდამჭერისაერთაშორისო ფონდ ჰორიზონტი გახლდათ. ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტის დასრულების შემდეგ,საქართველოს ეროვნული მუზეუმი სიამოვნებით წარუდგენს ქართულ საზოგადოებასა და მსოფლიოს ამ უნიკალური კოლექციის ნაწილს, რომელსაც 2014 წელს ნიდერლანდების ფოტომუზეუმი მასპინძლობდა, გამოფენა 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები