გიორგი მამარდაშვილი: კონცენტრაცია და მოტივაციაც მაღალ დონეზე გვაქვს – რთული თამაში იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ ერთი სასწაული მოვახდინოთ

ყოველდღე ვმუშაობ იმის გამო, რომ ეს ტურნირი მაღალ დონეზე მეთამაშა და ბედნიერი ვარ, თუ ცოტათი მაინც დავეხმარე გუნდს წარმატების მიღწევაში, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მედიასთან განაცხადა.

„კონცენტრაცია და მოტივაციაც მაღალ დონეზე გვაქვს თითოეულ ფეხბურთელს, ვემზადებით. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება. ესპანეთი არის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ ერთი სასწაული მოვახდინოთ. ესპანეთთან თამაშის გამოცდილება მაქვს და ვეცდები გოლი ვერ გაიტანონ“, – აღნიშნა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები“ ესპანეთს შეხვდებიან, აღნიშნული მატჩი კი 30 ივნისს, 23:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები