„ევროკავშირის კულტურის კვირეული – 2014“

დღეს, 19:00 ,,კუს ტბაზე” (ღია სცენა) ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კულტურის კვირეულს იწყებს. კვირეულის ოფიციალურად მისი აღმატებულება მარტინა ქუიქი შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში, გასხნის. გახსნის ცერემონიის შემდეგ გაიმართება შვედური ელექტორნული პოპ-არტ ჯგუფის – Tikkle Me – კონცერტი.
„ევროკავშირის კულტურის კვირეული – 2014“ ევროპული კულტურის წარმოჩენის მიზნით საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ფოთში, 2014 წლის 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე ტარდება. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება: დისკუსიები ქართველ მწერლებთან, კონცერტები, კინოჩვენებები, თეატრალური დადგმები, გამოფენები, ქუჩის ხელოვნების პერფორმანსები და სხვა. „ევროპის კულტურის კვირეული – 2014“ ტარდება ევროკავშირის დაფინანსებით, პროექტის – „ერთად შევეგებოთ ევროპას – ს“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კომპანია „ექშენ გლობალ ქომუნიქეიშენს“. „ევროპის კულტურის კვირეული – 2014“-ის მხარდამჭერები არიან: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, თბილისის, ქუთაისისა და ფოთის მერიები, „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“, შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში, „გოეთეს ინსტიტუტი“, „საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი“ და სასტუმრო „ამბასადორი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები