ქალაქ სან-ხოსეს საჯარო ბიბლიოთეკაში, პირველად, ქართული წიგნების სექცია გაიხსნა
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სან-ხოსეს საჯარო ბიბლიოთეკაში, პირველად, ქართული წიგნების სექცია გაიხსნა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, პროექტი, სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ქართული მემკვიდრეობის ფონდის/Georgian Heritage Foundation-ის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.
![]()
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, პროექტი, სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ქართული მემკვიდრეობის ფონდის/Georgian Heritage Foundation-ის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.

ჩრდილოეთ კალიფორნიაში, ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, სან-ხოსეს ბიბლიოთეკას 80 ქართული მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადაეცა. ქართული და ინგლისურენოვანი წიგნები ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში უკვე განთავსდა და ნებისმიერი მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი.
წიგნების გადაცემის ცერემონიას სან-ხოსეს მერი, მეტ მაჰანი, ქალაქის მთავარი ბიბლიოთეკარი, ჯილ ბერნი, საქართველოს გენერალური კონსული ლევან ყულიჯანიშვილი, ქართული მემკვიდრეობის ფონდის ხელმძღვანელი, ლიანა ნიცეცკაია და ქართული დიასპორის წევრები ესწრებოდნენ.
![]()

ღონისძიების ფარგლებში, მოწვეული სტუმრებისთვის ქართული ფოლკლორული კომპოზიციები, მომღერალმა Zaza Korinteli – Korro-მ შეასრულა.
სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულო აგრძელებს, საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით, დიასპორის მიერ ინიცირებული საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების მხარდაჭერას.
„დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას პროექტის მხარდაჭერასა და განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის“, – ნათქვამია საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.