კულტურის მინისტრი VII საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში კონცერტს დაესწრება

დღეს, 20:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მისი ლატვიელი კოლეგა დაცე მელბარდე კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ტრადიციული მრავალხმიანობის VII საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში გამართულ ლატვიის სახელმწიფო გუნდისა და ანსამბლ „დიდგორის“ ერთობლივ კონცერტს დაესწრებიან.
მეშვიდე მრავალხმიანობის სიმპოზიუმში მსოფლიოს 20 ქვეყნის 43 მეცნიერი მონაწილეობს. 24-27 სექტემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ლატვიის ოფიციალურ დელეგაციას მასპინძლობს, რომელსაც კულტურის მინისტრი დაცე მელბარდე ხელმძღვანელობს. დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები