ირანის საგარეო უწყება: კანადის მიერ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარება არაგონივრული ნაბიჯია

კანადის მიერ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარება არაგონივრული ნაბიჯია, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნასერ ქანაანმა განაცხადა.

ნასერ ქანაანის თქმით, კანადის ქმედებას რევოლუციური გვარდიის შემაკავებელ ძალაზე არანაირი გავლენა არ ექნება.

„კანადის ქმედებას რევოლუციური გვარდიის ლეგიტიმურ და შემაკავებელ ძალაზე არანაირი გავლენა არ ექნება. ეს არაგონივრული და არატრადიციული პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯია“, – განაცხადა ნასერ ქანაანმა.

მისივე თქმით, ირანი კანადის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე შესაბამისი რეაგირების უფლებას იტოვებს.

ინფორმაციისთვის, კანადამ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები