ვლადიმერ პუტინი ვიეტნამში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვიეტნამში ჩავიდა, სადაც ქვეყნის კომუნისტ ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პუტინის თვითმფრინავი ჰანოის აეროპორტში დაეშვა, სადაც მას ვიეტნამის ვიცე-პრემიერი ტრან ჰონგ ჰა და პარტიის უმაღლესი დიპლომატი ლე ჰოაი ტრუნგი დახვდნენ.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი, ვიეტნამში ვიზიტის ფარგლებში, კომუნისტური პარტიის ლიდერს, ნგუენ ფუ ჩონგის, პრეზიდენტ ტო ლამს და პრემიერ-მინისტრ ფემ მინი ჩინს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები