“საწყენია, ქვეყნის პრეზიდენტმა ბიჭებს [ეროვნულ ნაკრებს] გამგზავრების წინ მადლობა არ უთხრა, ამ დროს კი ოპოზიციას დღეში ცხრაჯერ ხვდებოდე” – მეძმარიაშვილი

“ჩემთვის დაუჯერებელია გულმავიწყობა. ალბათ, უფრო პოლიტიკასთან კავშირშია”, – ასე შეაფასა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი მეძმარიაშვილმა შალვა პაპუაშვილის მიერ დღეს გაჟღერებული ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე არ გამოხმაურებია პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერმინისტრის მიერ გაგზავნილ წერილს, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სამწვრთნელო შტაბის ღირსების ორდენით დაჯილდოებას შეეხება.

“ეს ბიჭები წარმოადგენენ საქართველოს. მათ შეიძლება, განსხვავებული აზრი ჰქონდეთ, მაგრამ ისინი არიან საქართველო. ამიტომ, ყველა შეკრულები უნდა ვიყოთ.

ეს მაფიქრებს და საწყენია უბრალოდ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელსაც არცთუ ისე ბევრი საქმე აქვს, ბიჭებს გამგზავრების წინ მადლობა არ უთხრა, ამ დროს კი ოპოზიციას დღეში ცხრაჯერ ხვდებოდე”, – აღნიშნა მეძმარიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები