“ღვინის დაგემოვნება – პრაქტიკული კურსის” წარდგინება ეროვნულ ბიბლიოთეკაში
30 სექტემბერს 19:00 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის – “ღვინის დაგემოვნება – პრაქტიკული კურსი” პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები “ღვინის კლუბი”, ეროვნული ბიბლიოთეკა და “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” არიან. “პრაქტიკული კურსი – ღვინის დაგემოვნება” დაგეხმარებათ, აღმოაჩინოთ მსოფლიოს საუკეთესო ღვინოები; გაიგოთ, როგორი სურნელი და გემო ახასიათებს ამა თუ იმ ღვინოს და რას ნიშნავს ღვინის სხეულიანობა, სიღრმე, სიხალასე თუ სისავსე. აქვე იპოვით ინფორმაციას ქართულ ღვინოებზე და წაიკითხავთ ქვევრში ღვინის დაყენების ძველი, უნიკალური ქართული მეთოდის შესახებ.