ასტრიდ ლინდგრენის პრემია – 2015
9 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, 2015 წლის ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე წარდგენილთა სია გახდება ცნობილი. Astrid Lindgren Memorial Award – ALMA მსოფლიოში ყველაზე დიდი პრემიაა ბავშვთა ლიტერატურის სფეროში. 5 მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით 500 000 ევრო) ყოველწლიურად ერთ ან რამდენიმე გამარჯვებულს გადაეცემა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე საქართველოდან ყოველწლიურად 2 კანდიდატს წარადგენს. წელს ამ პრემიაზე ქართულმა მხარემ მწერალი თამრი ფხაკაძე და ილუსტრატორი სოფიო კინწურაშვილი წარადგინა. ასტრიდ ლინდგრენის პრემიის გამარჯვებულთა ვინაობა 2015 წლის მარტში გახდება ცნობილი.