ფოტოგამოფენა „Beyond the Frame“
დღეს 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ფოტონამუშევრების გამოფენა „Beyond the Frame”. ღონისძიება გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) პროგრამის – „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა საქართველოში” – ფარგლებში ტარდება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილ იქნება უკრაინელი ფოტოგრაფის მილა ტეშაევას ნამუშევრები, რომელმაც პროგრამის ფარგლებში ითანამშრომლა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელ პოლიტიკოს ქალებთან და ფოტოებზე აღბეჭდა ისინი. ფოტოსურათები დამთვალიერებელს წარმოდგენას უქმნის ადგილობრივი თვითმმართველობის განსაკუთრებით აქტიური პოლიტიკოსი ქალების ყოველდღიურობაზე, რომელთა საქმიანობა სამაგალითოა სხვებისათვის და რომელიც გვიჩვენებს, რაოდენ დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქალებს, როგორც გამგებლებს/მერებსა თუ საკრებულოების თავმჯდომარეებსა და წევრებს თავიანთი მუნიციპალიტეტების ცხოვრების გაუმჯობესებაში. გამოფენა ეროვნული ბიბლიოთეკაში 28 სექტემბრამდე გაგრძელდება.