საერთაშორისო კონფერენცია – „მსოფლიო მემკვიდრეობა და მდგრადი განვითარება“
დღეს, კულტურის სამინისტროში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის სპეციალისტს ანა სიდორენკოს, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელებს ჰენრი კერალისა და აჰმედ აივედას, ასევე იკრომის გენერალურ დირექტორს სტეფანო დეკაროს შეხვდნენ. შეხვედრა საერთაშორისო კონფერენციის – „მსოფლიო მემკვიდრეობა და მდგრადი განვითარების“ ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მართვის საკითხებში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო მემკვიდრეობა და მდგრადი განვითარება“ 24-26 სექტემბერს მესტიაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება. ღონისძიება მიზნად ისახავს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის განხორციელების ხელშეწყობას საქართველოში და ქვეყნის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების სტრატეგიების ჰარმონიზაციას, აგრეთვე ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესში მემკვიდრეობის როლის წარმოჩენას.