„პასპორტი“ საერთაშორისო ფესტივალზე

ზურაბ რთველიაშვილის და ეკატერინე სისფონტეს ერთობლივი სპექტაკლი „პასპორტი“ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე “Impromania”-ზე მიიწვიეს. „პასპორტს“ მაყურებელი სტოკჰოლმის იმპროვიზაციის თეატრში 13 ოქტომბერს იხილავს. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ცნობილი ბულგარელი არტისტი და რეჟისორი ტანა მანევა. ეს არის პერფორმანსი-მანიფესტი, რომელიც აგებულია მულტილინგვისტურ კონსტრუქციაზე, სადაც არტისტები პარავერბალური ციტატებით ქმნიან სიტყვიერების ველიდან გასვლის ორიგინალურ გეგმას. პირობითი ღერძი, რომლის გარშემოც ხდება მოქმედება გასული საუკუნის ავანგარდული პოეზიაა. დადგმაში არტისტების მიერ შექმნილი ხმოვანი და ვიზუალური პოეზიის ნიმუშებია გამოყენებული. მუსიკალური გაფორმება ორ ცნობილ მუსიკოსს რიკარდ ბორგორდს და მუჰამედ შარიფის ეკუთვნის. როგორც „კვირას“ დადგმის ერთ-ერთმა ავტორმა, ზურაბ რთველიაშვილმა განუცხადა, “Pass Porti” ის პრემიერამ ამა წლის 9 სექტემბერს თეატრ ” გელიოტინში” დიდი წარმატებით ჩაიარა, შვედურმა კრიტიკამ დადგმას, როგორც მოულოდნელ საინტერესო სიახლეს ექსპერიმენტალური თეატრის სივრცეში, მაღალი შეფასება მისცა . „16 ოქტომბერს ჩემი დაბადების დღეა, რომელიც აუცილებლად აღინიშნება პატარა პერფორმანსით „უკრაინული ბორში ევროპისათვის “, რომელიც პირველად თეატრ “გელიოტინში” ჩატარდა“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები