„საბას “ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბას“ 2014 წლის გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:
საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – პოეტურ ნაწილში – ლია ლიქოკელი, „დევის ცოლის სიცილი“ (გამომცემლობა საუნჯე), პროზაული ნაწილი – Toresa Mossy, „სიბრძნე სიცრუისა“ (პალიტრა L);
საუკეთესო რომანი – ზვიად კვარაცხელია, „ფორმა N100“ (ინტელექტი);
საუკეთესო პროზაული კრებული – არჩილ ქიქოძე, „ჩიტის და კაცის ამბავი“ (სიესტა);
საუკეთესო პიესა – დავით გაბუნია, პიესები (დიოგენე);
საუკეთესო პოეტური კრებული – ეკა ქევანიშვილი, „სახლის გაყიდვა“ (საუნჯე);
საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა – გოგი გვახარია, „ცრემლიანი სათვალე“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა); საუკეთესო თარგმანი – გიორგი გოკიელი – ლუის კეროლის „ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);
საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა – თამაზ კვაჭანტირაძე, „განსჯანი“ (ილიელი);
ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი – დონალდ რეიფილდი, ოთარ ჭილაძის „აველუმი“ (ინგლისური თარგმანი); პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – დავით წერედიანი;
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ 2003 წელს დაფუძნდა. პრემიის დამფუძნებლები „თი-ბი-სი ბანკი“, პენცენტრი და ტელეკომპანია „რუსთავი-2” არიან. პრემიის მიზანი გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენაა.