კულტურის მინისტრის მოადგილე სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო
22 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში გამართულ სამეცნიერო კონფერენციას „ტრადიციული დარბაზული ხუროთმოძღვრება საქართველოში“ დაესწრო. კონფერენციაზე მეცნიერებმა მოხსენებები საქართველოში დარბაზული ხუროთმოძღვრების ფენომენის კომპლექსურ სამეცნიერო გააზრებასთან, თანამედროვეობაში ადაპტირებასთან და იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში ნომინირებასთან დაკავშირებით წარმოადგინეს. ღონისძიება მიზნად დარბაზული ხუროთმოძღვრების, როგორც განსაკუთრებული კულტურული ფენომენის წარმოჩენას ისახავდა. კონფერენციის ფარგლებში მოეწყო ასევე გამოფენა „რაჭული და თუშური საცხოვრისი“, სადაც რაჭაში ოდასა და თუშეთის საცხოვრისთა მრავალგვარი ტიპები იყო წარმოდგენილი.