ვლადიმერ პუტინის მეხუთე ინაუგურაცია კრემლში დღეს გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მეხუთე ინაუგურაცია კრემლში რუსეთის დროით 12:00 საათზე გაიმართება.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდა, რომლის შედეგად, ცესკოს მონაცემით, პუტინმა ხმების 87,28% მიიღო.

ამჟამად, კრემლში რუსეთის ოფიციალური პირები იკრიბებიან.

რაც შეეხება ინაუგურაციაზე უცხო ქვეყნის ლიდერთა დაპატიჟებას, კრემლმა მიწვევა “არამეგობარი ქვეყნების ლიდერებს” გაუგზავნა, რაც, როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, “მოსკოვის მხრიდან გარკვეული სიგნალია”.

“რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ჩვენ პროტოკოლს ვიცავთ”, – თქვა მან.

ცნობილია, რომ “არამეგობარი ქვეყნების” სიიდან ცერემონიას არავინ დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები