“ჰამასი”: “რაფაჰის” გამშვები პუნქტიდან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეჩერებულია
ეგვიპტიდან ღაზის სექტორში, “რაფაჰის” გამშვები პუნქტის გავლით, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეჩერებულია.
ამის შესახებ გაზეთი Haaretz-ი “ჰამასის” წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
“ადგილზე ისრაელის სამხედროები მივიდნენ და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეჩერებულია”, – წერს გაზეთი.
ისრაელის სამხედროებმა “რაფაჰში” წერტილოვანი ოპერაცია დაიწყეს.
მათივე ცნობით, კონტროლის დამყარება მოხერხდა “რაფაჰის” გამშვების პუნქტზე, სადაც ისრაელის დროშა აღიმართა.
IDF-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულ გამშვებ პუნქტს “ჰამასი” ტერორისტული საქმიანობისთვის იყენებდა.