თეთრი სახლი რუსეთის ბირთვულ რიტორიკას გამოეხმაურა

დასავლური იარაღით განადგურებისგან საკუთარი არმიის დასაცავად, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან ჯარი უნდა გაიყვანოს, – ამის შესახებ აშშ-ის სტრატეგიული კომუნიკაციების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

“თუ რუსეთის პრეზიდენტი და ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მათი არმია უკრაინაში შესაძლოა, დასავლური იარაღით იყოს განადგურებული, ამის არიდების მარტივი საშუალებაა  ჯარის გაყვანა. ბირთვული სახელმწიფოს მხრიდან ბირთვული არსენალით ჟღარუნი და მისი პოტენციური გამოყენებისკენ მინიშნება უპასუხისმგებლო და უგუნური საქციელია. ცხადია, ამას ვაკვირდებით და ადრეც ვაკეთებდით. შემიძლია გითხრათ, უგუნური რიტორიკის მიუხედავად, ჯერ არაფერი შეგვიმჩნევია, რაც გვაიძულებდა, სტრატეგიული შეკავების პოზიცია შეგვეცვალა“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები