ერდოღანმა დასავლეთის ქვეყნებს ისრაელზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მიესალმება „ჰამასის“ მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და იმედოვნებს, რომ ისრაელიც იმავეს გააკეთებს.

მან ასევე დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რომ ისრაელზე ზეწოლა გაზარდონ.

„ჩვენ მივესალმებით „ჰამასის“ განცხადებას, რომ მათ მიიღეს ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება ჩვენი წინადადებით. ახლა ისრაელმა უნდა გადადგას იგივე ნაბიჯი“, – აღნიშნა ერდოღანმა.

თავის მხრივ, ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ ზავის პირობებზე თანხმობა „როგორც ჩანს, არის სიცრუე, რომლის მიზანია ისრაელი გამოიყურებოდეს, როგორც მხარე, რომელიც უარს ამბობს შეთანხმებაზე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები