როგორ გამოიყურებოდა იერუსალიმი ოსმალეთის ბატონობის ბოლოს

უძველესი ქალაქი იერუსალიმი მდიდარია ისტორიითა და სულიერი კულტურით, რომელიც დაფარულია მრავალი საიდუმლოთი, ამოცანითა თუ ლეგენდით.  ეს წმინდა ადგილია, რომლის მიწებისთვის ომი დღემდე გრძელდება.

იერუსალიმის ათასწლიანი ისტორიის განმავლობაში, მისი მმართველები უამრავჯერ შეიცვალნენ – ძველი წარმართები, ბიბლიური ისრაელელები, ბიზანტიელი ქრისტიანები, ოსმალეთის მუსულმანები…

ოსმალმა თურქებმა ქალაქი 1517 წელს აიღეს. იერუსალიმი შთანთქა იმპერიამ, რომლის საზღვრები მოიცავდა უზარმაზარ ტერიტორიებს ჩრდილოეთ აფრიკიდან აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. სულთან სულეიმან დიდებულის ბრძანებით, 1538 წელს ქალაქის პერიმეტრზე კედლები აღმართეს და რაც მათ უკან იყო, ახლა ძველ ქალაქს უწოდებენ. ის იყოფა მუსულმანურ, ქრისტიანულ, ებრაულ და სომხურ უბნებად.

ეს ფოტოები ასახავს იერუსალიმს ოსმალეთის მმართველობის ბოლო წლებში. ქალაქს იმ დროს იერუსალიმის მუთასარიფატი ეწოდებოდა და იყო ადმინისტრაციული რეგიონი, სასაზღვრო რეგიონის ნაწილი, რომელსაც პალესტინა ერქვა. ამ პერიოდში, იმიგრაციის რამდენიმე ტალღის გამო, ქალაქის მოსახლეობა, ძირითადად, ებრაელები იყვნენ.

1917 წელს, ოსმალეთის მმართველობის დაწყებიდან ოთხი საუკუნის შემდეგ, ქალაქი და მიმდებარე ტერიტორია ბრიტანულმა ჯარებმა აიღეს და პალესტინაში ბრიტანეთის მანდატი დამყარდა.

ბრიტანეთის მანდატის პერიოდი 1948 წლამდე გაგრძელდა. არაბთა და ებრაელთა დაძაბულმა ნაციონალისტურმა ურთიერთობებმა 1947-1949 წლებში ომი და ისრაელის ებრაული სახელმწიფოს შექმნა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები