თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ირანში ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე კომენტარი არ აქვთ
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ თეთრ სახლს არ აქვს კომენტარი ირანში ისრაელის თავდასხმების შესახებ გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით.
„ვიცი, რომ დიდი ინტერესი არსებობს, მაგრამ ამ დროისთვის გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გვაქვს“, – აღნიშნა ჟან-პიერმა.
19 აპრილს ისრაელმა ირანში ერთ-ერთ ობიექტზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. შესაბამისი ინფორმაციას ტელეკომპანია ABC-მ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა.