სენაკში ავტოავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 4 ადამიანი

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 4. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
შემთხვევა გუშინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები