იმერეთის რეგიონს 17 ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება

ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების და მყარი ნარჩენების გატანის გაუმჯობესების მიზნით ახალი ნაგავმზიდები მუნიციპალიტეტებში გადანაწილდება.

მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილია 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ნაგავმზიდები.

,, ვაგრძელებთ იმერეთის რეგიონში მუნიციპალური ტექნიკის განახლებას. რამდენიმე თვის წინ, განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ამ ეტაპზე იმერეთმა დამატებით შეიძინა ცხრა მუნიციპალიტეტისთვის 17 დასუფთავების მანქანა, რომლის ნაწილიც უკვე გადაეცა მუნიციპალიტეტებს და მათ შორის ქუთაისს. რა თქმა უნდა ეს ნაბიჯი არის გადადგმული სწორედ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქები და მუნიციპალიტეტები უფრო მეტად მოვლილი და დასუფთავებული იყოს”-ზვიად შალამბერიძე.

პირველ ეტაპზე ნაგავმზიდები ქუთაისს, თერჯოლასა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებს გადაეცა. დანარჩენი მუნიციპალიტეტები ავტოტექნიკას ახლო პერიოდში მიიღებენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილია 90-ამდე, 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის ნაგავმზიდები, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში (სულ 49 მუნიციპალიტეტში) გადანაწილდება. ნაგავმზიდების შესყიდვა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა, რომლის ღირებულებაც 33 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები