გორში, შინდისის გმირების გზატკეცილზე დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო

გორში, შინდისის გმირების გზატკეცილზე დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო, ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

6 790 კვადრატულ მეტრზე განთავსდება საბავშვო და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცეები, ცალფარიანი კალათბურთის მინიმოედნები, ტრენაჟორები, გარე განათება, სარწყავი სისტემა, დეკორატიული ღობე, გაზონი, სკამები, ურნები, წყლის სოკოები და ფანჩატურები.

სარეკრეაციო სივრცეში, რომელიც შინდისის გმირების გზატკეცილს მთელ სიგრძეზე მიუყვება, დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხეები და ბუჩქები.

აღნიშნული ინფორმაციით, სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 1 196 000 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები