გორი ძაღლების საერთაშორისო გამოფენებს მეორედ უმასპინძლებს

გამოფენები სახელწოდებით – Georgian Spring 2024 და Golden Cup 2024 13 და 14 აპრილს გორის სპორტის სასახლეში გაიმართება.

პროექტის მიზანია როგორც ძაღლების ჯიშობრივი ხარისხისა და გენოფონდის გაუმჯობესება, ასევე, კინოლოგიის განვითარებაში ჩართული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლება.

ძაღლების საერთაშორისო და ეროვნული რანგის გამოფენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყოველწლიურად იმართება.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის კულტურული ღონისძიებების ხელშემწყობი პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

გორის მერიის მიერ თანადაფინანსებულ პროექტს საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები