დიმიტრი მედვედევი ევროპას ემუქრება

  ევროპა სანქციებისთვის პასუხს რუსეთის ბაზარზე საკუთარი წილით აგებს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ადრე თუ გვიან დასავლური ქვეყნებს და რუსეთს შორის შედგება შეთანხმება, „თუმცა ის ნიშები, რომლებიც უკვე დაკავებულია ჩვენს ეკონომიკაში – ან ჩვენი მეწარმეებით, რისი დიდი იმედი გვაქვს, ან სხვა უცხოური მეწარმეებით, – ამ ნიშებში ჩვენი ევროპელი პარტნიორები ვერ დაბრუნდებიან. ეს ის ფასია, რომლის გადახდაც ევროპას მოუწევს“, – განაცხადა მედვედევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები