გურჯაანში 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 35 წელი გავიდა. 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი მაჭავარიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა სოფელ კარდენახში მდებარე, 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ტრაგიკულ დღეს დაღუპულ ადამიანთა ხსოვნას.

1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით კი დაშავდა.

“მადლობა გმირებს, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებისთვის საკუთარი სიცოცხლე გაწირეს”, – აღნიშნავს  გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები