მერია: სამტრედიაში კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი მოეწყო

ადგილობრივების თხოვნა გათვალისწინებულია.
კიდევ ერთი, წარმატებული პროექტი განხორციელდა რუსთაველის ქუჩაზე, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი მოეწყო. ამის შესახებ სამტრედიის მერიაში აცხადებენ.

,,ხედავთ, რომ ადგილობრივები განსაკუთრებულად გახარებული არიან და მრავლად არიანბავშვები
წარმოდგენილი, არა მარტო ამ დასახლების, არამედ სხვა კორპუსებში მცხოვრებიც.
ჩვენი პრიორიტეტი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგაა.
მსგავსი პროექტებით, ჩვენ კიდევ მრავალჯერ გავახარებთ ადგილობრივებს და მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაკავდეს სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესით”, – აცხადებს სამტრედიის მერი, დავით ბახტაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები