ბორჯომში “ცოფიანი ღელე”-ს რეაბილიტაცია დაიწყო

ბორჯომში, გელოვანის ქუჩაზე  “ცოფიანი ღელე”-ს რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია არსებული ღელის კალაპოტის მოწყობა რკინაბეტონის არხით, ბორჯომის მერიის ცნობით, სამუშაოები განხორციელდება 108  მეტრ მონაკვეთზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 459350 ლარია გამოყოფილი.

ზემოთ აღნიშნული ღელე საფრთხის შემცველი იყო მოსახლეობისთვის, რადგან გასულ წლებში მოსული უხვი ნალექის გამო ე.წ ,,ცოფიანი ღელე” ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტი, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები