გოგი მეშველიანი: ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ზეიმობს მაცხოვრის აღდგომას გულითადად ვულოცავ იმედის, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღეს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი კათოლიკურ, ლუთერულ და სომხეთის სამოციქულო ეკლესიებსა და მათ მრევლს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.

„დღეს კათოლიკური, ლუთერული და სომხური სამოციქულო ეკლესიები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავენ.

ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ზეიმობს მაცხოვრის აღდგომას გულითადად ვულოცავ იმედის, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღეს.

თითოეულს ვუსურვებ კეთილდღეობას, წარმატებებს, ჯანმრთელობას და სულიერ სიძლიერეს!“,- ნათქვამია გოგი მეშველიანის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები