სამტრედიაში ,,მომავლის პარკის” და მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამტრედიაში, ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელთან თენგო ცაგურიასთან, მოადგილესთან გია მეიშვილთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, გეგეშიძის ქუჩაზე მოეწყო მოსასვენებელი სივრცე.

ადგილობრივების მოთხოვნით მოსასვენებელი სივრცე, სკვერი, ფანჩატური, ბილიკები და გამწვანების ზოლები გაკეთდა ჭავჭავაძის N4 ბინის მიმდებარედ, ასევე სამუშაოების დასრულდა მუნიპალიტეტის საკრებულოს წინ მდებარე მოსასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია. ფუნდამენტურად იცვლება ,,მომავლის პარკის” ინფრასტრუქტურა. აქ სამუშაოები ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოები კი უშუალოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

სრული რეაბილიტაცია უტარდება ,,მომავლის პარკს”. განახლდება დეკორატიული ღობეები, შეიცვლება ფილები და ბილიკები, კეთილმოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები. საინტერესო სიახლე იქნება სიცილის ოთახის მოწყობა, რომელიც დეკორატიულ შენობაში განთავსდება. მოეწყობა ფანჩატური ასაკოვანი ადამიანებისთვის, სადაც ხელმისაწვდომი იქნება საინფორმაციო მემორიალური დაფა სამტრედიაში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები, გამოჩენილი ადამიანების შესახებ ინფორმაციით. დეკორატიული ფიგურებით და ღამის განათებით მოეწყობა ხეივანი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები