სამტრედიის მერი: სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის ყოველთვის მაქსიმუმი გაკეთდება

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და მხარდაჭერით, საჯარო სკოლებს შორის, სხვადასხვა სპორტულ სახეობებში, მუნიციპალური ტურნირი მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღევანდელი შეჯიბრი ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ახლად რეაბილიტირებულ, დახურულ დარბაზში, ხელბურთში გოგონებსა და ვაჟებს შორის გაიმართა.

მათივე ცნობით, ერთდღიან ასპარეზობაში 14 გუნდი იღებდა მონაწილეობას, ტურნირს მსაჯობას  ხელბურთის კლუბ „სამტრედია“-ს  წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მსაჯთა კოლეგია უწევდა – მთავარი მსაჯი გოგი ხელისუფალი.

„გოგონებში პირველი ადგილი მეათე საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილზე პირველი საჯარო სკოლის გოგონები გავიდნენ, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი მეორე საჯარო სკოლებს ხვდათ წილად.

რაც შეეხებათ ვაჟებს, მესამე ადგილზე მეორე სკოლის გუნდი გავიდა, მეორეზე – სოფელ ეწერის გუნდი, ხოლო პირველი ადგილი და ტურნირის გამარჯვებულის ტიტული მე-11 საჯარო სკოლამ მოიპოვა“, – ნათქვამია სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები