კიჰნუ – კუნძული, სადაც მხოლოდ ქალები ცხოვრობენ

ესტონეთში არის ადგილი, სადაც მამაკაცი იშვიათად შეგხვდებათ. კუნძულ კიჰნუს, რომელიც ბალტიის ზღვაში მდებარეობს, ქვეყნის დასავლეთ სანაპიროდან 11 კილომეტრში, ქალები მართავენ. ეს კუნძული, სადაც 400 ადამიანი ცხოვრობს – ერთ-ერთი უკანასკნელი მატრიარქალული დასახლებაა მსოფლიოში.

საქმე ის კი არ არის, რომ კიჰნუს ქალებს რაიმე პრობლემა აქვთ მამაკაცებთან, მათ, უბრალოდ სხვა არჩევანი არ გააჩნიათ. მამაკაცები კუნძულს ხანგრძლივი ვადით ტოვებენ, რათა მეთევზეობით დაკავდნენ. საუკუნეების მანძილზე ქალები კუნძულზე მარტო რჩებოდნენ.

„მამაკაცები ყოველთვის შორს იყვნენ კუნძულიდან. ეს ისტორიული მიზეზია, რომლის გამოც, ჩვენი ქალები ძალიან ძლიერები და დამოუკიდებლები არიან“, – ამბობს მარე მატასი, კუნძულ კინჰუს კულტურული სივრცის ხელმძღვანელი.

კუნძულის ქალები მთელი ძალებით ცდილობენ, შეინარჩუნონ კიჰნუს ტრადიციები და მემკვიდრეობა.

„კიჰნუს კულტურა საინტერესოა იმით, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვატარებთ ტრადიციულ კოსტიუმებს ყოველდღიურ ცხოვრებაში,  ვმღერით ტრადიციულ სიმღერებს, ხოლო ჩვენი საქორწინო ტრადიციები უკვე 2000 წელს ითვლის“, – აღნიშნავს მარე მატასი.

ადათ-წესების შენარჩუნება ძალიან ძნელია, როდესაც ახალგაზრდები კონტინენტზე განათლების მისაღებად და სამუშაოდ მიდიან. ისინი ხშირად არც ბრუნდებიან. ზაფხულში კუნძული ძალიან პოპულარულია ტურისტებში, მაგრამ ახალგაზრდების მოზიდვა, მუდმივი ცხოვრებისთვის, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

„მე ყოველდღე ვნერვიულობ იმაზე, რომ ჩვენი უნიკალური კულტურა შეიძლება, გაქრეს. ვაფასებ იმას, რომ ყველა ეს ტრადიცია არსებობს და მოქმედებს თანამედროვე ცხოვრებაში. ეს მართლაც სასწაულია“, – ამბობს მატასი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები