პრემია „საგურამოს“ და ილიას მედლის 2025 წლის ლაურეატები დასახელდნენ
დასახელდნენ პრემია „საგურამოს“ და ილიას მედლის 2025 წლის ლაურეატები. საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ინფორმაციით, ესენი არიან:
პოეზია – ია სულაბერიძე, საშა გველესიანი;
პროზა – ბესო ხვედელიძე;
კრიტიკა, პუბლიცისტიკა, დოკუმენტური პროზა – თამარ გელიტაშვილი;
საბავშვო ლიტერატურა – თამარ ჯავახიშვილი;
ხელოვნება – ბადრი ქუთათელაძე;
ჰუმანიტარული მეცნიერება – მერაბ ბერიძე;
თარგმანი – დოდო ყვავილაშვილი;
ილიას მედალი „მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა” ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის გადაეცემა – დავით მუსხელიშვილს.