გიორგი სოსიაშვილი ეუთო/ოდირის მიერ მისიის ჩეხეთში გაგზავნაზე: საქართველოს შემთხვევაში საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან და ამას ბავშვიც კი მიხვდება, თუ როგორ ებრძვიან ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს სახელმწიფოს – ეს არის ეუთო/ოდირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ამბავი

“საქართველოს შემთხვევაში საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან და ამას ბავშვიც კი მიხვდება, თუ როგორ ებრძვიან ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს სახელმწიფოს,”- ასე აფასებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ეუთო/ოდირის უარს თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად მისიის გამოგზავნასთან დაკავშირებით და მისიის გაგზავნას იგივე პერიოდში ჩეხეთში.

სოსიაშვილის თქმით, ეუთო/ოდირის აღნიშნული ქმედება საქართველოსთან მიმართებით არის ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფაქტი მათი არსებობის ისტორიაში.

„ეუთო/ოდირი როცა იყო ჩამოსული საქართველოში და დააკვირდა არჩევნებს დარწმუნდნენ, რომ საქართველოში სამართლიან, კონკურენტულ გარემოში იმართება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში და დაწერეს დასკვნა, რომელიც ასახავდა რეალობა, მაგრამ როგორც კი იქ დაბრუნდნენ მათ ძალიან შავი დღე დააყარეს „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებმა და ბუნებრივია, დადგა მათ წინაშე საკითხი, რომ ჩამოსვლის შემთხვევაში ისინი, რა თქმა უნდა, შავზე თეთრს ვერ დაწერდნენ და თუ დაწერდნენ ობიექტურ დასკვნას, ბუნებრივია, კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებდნენ თავიანთი „პატრონები“ კიდევ უფრო უარეს დღეში ჩააგდებდნენ. სამარცხვინო ფაქტთან გვაქვს საქმე, ეს არის ამ ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ამბავი, როდესაც ნაც ბანდის ბელადმა ჩაატარა არჩევნები იანვრის დასაწყისში (ნოემბრის ბოლოს გადადგა) და ძალიან სწრაფად ჩამოვიდნენ, რომ მაღალი ლეგიტიმაცია მიეცათ და დემოკრატიის შუქურად წოდებული „დიფ სთეითის“ აგენტი დაესვათ ტახტზე.
აწმყოში კი, ჩეხეთში, მოგეხსენებათ, რომ 3-ში და 4-ში ტარდება არჩევნები 2 სექტემბერს გაუგზავნეს მიწვევა და დათანხმდნენ, ანუ 2 სექტემბერს გაგზავნილი მიწვევით ისინი ჩავლენ და დააკვირდებიან ჩეხეთში არჩევნებს.

საქართველოს შემთხვევაში საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან და ამას ბავშვიც კი მიხვდება, თუ როგორ ებრძვიან ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს სახელმწიფოს და ერთი სული აქვთ, რომ ყველა რესურსი გამოიყენონ ქართული სახელმწიფოს დასამხობად და უბედურების ქვეყნად გადასაქცევად, მაგრამ ამას ვერავინ ვერ მოესწრება, მინდა ვუთხრა ყველას“,- განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები