ქალაქ ჩხოროწყუში მდინარე ოჩხომურზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

მერიის ინფორმაციით, ქალაქ ჩხოროწყუში, გარახას უბანში, მდინარე ოჩხომურზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

ხიდი ძველი, ამორტიზებული ხიდის მიმდებარედ შენდება.

ხიდის სიგრძე 75, ხოლო სიგანე 10 მეტრს შეადგენს.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 680 000 ლარით ფინანსდება.

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი, დათო გოგუა ადგილზე გაეცნო.

მიმდინარე წელს ახალი საავტომობილო ხიდი ასევე სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, ჭვილიშის უბანში აშენდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები