მერია: სამტრედიაში უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, – დავით ბახტაძე უძღვებოდა.

დღევანდელ თათბირზე მერმა, მერიის სამსახურის უფროსებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის
წარმომადგენლებთან, მიმდინარე, დაგეგმილ და დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტები ხორციელდება. ეს არის, საჯარო სკოლების, ბაგა-ბაღების, მოსასვენებელი სივრცეების მშენებლობა რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, როგორც ქალაქის
ტერიტორიაზე, ასევე შიდა-სასოფლო გზებზე.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი და მათი ჩართულობით თითოეული პროექტის განხორციელება.
სამტრედიში განხორციელებული ყველა პროექტი, მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებზე
არის მორგებული.”- აცხადებს დავით ბახტაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები