სამცხე-ჯავახეთის DMO-მ და სასტუმრო-სანატორიუმ „ბორჯომი პალასმა“ საწევრო ხელშეკრულება გააფორმეს

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის წევრების რიცხვი იზრდება. 22 მარტს,საწევრო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით ორგანიზაციას სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასი“ შეუერთდა.
საკურორტო ქალაქ ბორჯომში მდებარე „ბორჯომი პალასი“ რეგიონის წამყავნი სასტუმროა, რომელიც სამკურნალო და გამაჯანსაღებელ ტურიზმშია ჩართული. სასტუმრო განთავსებულია ისტორიულ შენობაში, რომელიც 1876 წელს სანატორიუმად გამოიყენებოდა; მოიცავს 164 ოთახს და მრავალფეროვან დასასვენებლ, გამაჯანსაღებელ და გასართობ სერვისებს.
სამცხე-ჯავახეთის DMO საწევრო პაკეტებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომლის წევრები რეგიონის სტუმართმასპინძლობის სექტორში ჩართული ბიზნესები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები შეიძლება იყვნენ. შესაბამისად, ორგანიზაციას აქვს შემუშავებული პაკეტები სხვადასხვა პროფილის მქონე ბიზნესების, ორგანიზაციებისთვის თუ ინდივიდუალური პირებისთვის. ორგანიზაცია უკვე წარმატებულად თანამშრომლობს რეგიონშიარსებულ მსხვილ, საშუალო და მცირე მეწარმეებთან.
ორგანიზაციის წევრობა კერძო სექტორისთვის, პირველი რიგში, ორგანიზაციის საერთო კრებაში მონაწილეობის და ხმის უფლებას გულისხმობს. წევრობის მიზანია კერძო-საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის პრაქტიკის დანერგვა, რაც მნიშვნელოვანია რეგიონის ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები