ბათუმის პოზიციონირება ევროპულ ბაზრებზე გრძელდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ევროპულ ქვეყნებში ბათუმის ცნობადობის გაზრდის მიზნით მუშაობას აგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამჯერად, აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტები უწყებამ პრაღისა და ვენის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე წარადგინა. ვიზიტორების დაინტერესება, საქართველოს, როგორც ახალი და საინტერესო ტურისტული მიმართულების მიმართ მაღალია, რასაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის არსებული პირდაპირი რეისების არსებობა. გამოფენების ფარგლებში დეპარტამენტის მენეჯმენტმა საქმიანი შეხვედრები გამართა ჩეხეთისა და ავსტრიის ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზაციების, ასოციაციებისა და წამყვანი მედია საშუალებების მენეჯმენტთან. შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ელჩები ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკებში. გამოფენებზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად წარდგა.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 30-მდე საერთაშორისო ღონისძიებასა და გამოფენაზე გეგმავს რეგიონის პოპულარიზაციას. საქართველოს მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები აქტიურად იქნება წარმოდგენილი როგორც ევროპულ, ისე აზიურ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორისაა ბერლინის, ლონდონის, დუბაის, პარიზისა და ბარსელონას ტურისტული გამოფენები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები