გორის კეთილმოწყობის სააგენტოს დასუფთავების სამსახურმა ბარნოვის ქუჩაზე არსებული სანიაღვრე არხის კორექტორი გაწმინდა

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დასუფთავების სამსახურმა ბარნოვის ქუჩაზე არსებული სანიაღვრე არხის კორექტორი გაწმინდა.
“სისტემაში წარმოქმნილი საცობის გამო, წყალი შეფერხებით გაედინებოდა.
კოლექტორში გრუნტთან ერთად აღმოჩნდა დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ნარჩენი (პლასტმასის ბოთლები, პოლიეთილენის პარკები და სხვა სახის ნარჩენები).
კეთილმოწყობის სააგენტოს შესაბამისი სამსახური პერიოდულად ასუფთავებს სანიაღვრე სისტემას. მიუხედავად ამისა, პრობლემები ხშირად იქმნება ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე.
დაბინძურებული სანიაღვრეები ამცირებს სისტემის გამტარიანობას, რაც უხვი ნალექის პირობებში იწვევს მიმდებარე ტერიტორიების დატბორვას.

გთხოვთ, ნუ დააბინძურებთ სანიაღვრე არხებს. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს იმ სირთულეებს, რომლებიც სისტემის გამტარიანობას უკავშირდება”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები