ბათუმში, კერძო სკოლა „პროგრესში“ ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა

ბათუმში, კერძო სკოლა „პროგრესში“ ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა.

სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, სკოლის მეილზე შეტყობინება შევიდა, სადაც ეწერა, რომ დღის ორ საათზე ასაფეთქებელი მოწყობილობა გააქტიურდებოდა.

უსაფრთხოების მიზნით, სკოლაში ევაკუაცია განხორციელდა და ადგილზე შესაბამისი სამსახურები
მივიდნენ.

„შემოვიდა შეტყობინება სკოლის ოფიციალურ მეილზე, გვატყობინებდა, რომ სკოლაში ბომბი იყო განთავსებული და ორი საათისთვის გააქტიურდებოდა. უსაფრთხოების მიზნით, სკოლიდან ბავშვების გაყვანა დროულად მოხდა. გამოვიძახეთ, შესაბამის სამსახურები. ძებნის შედეგად აღმოჩნდა ცრუ განგაში. ამ ეტაპზე დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებები. იმედი გვაქვს, ხვალ, ჩვეულებრივად განვაახლებთ სასწავლო პროცესს“, – განაცხადეს სკოლის ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები