“ინფორმაცია არ დადასტურდა” – ნაღმის შესახებ ცრუ შეტყობინება ქუთაისის კერძო სკოლაშიც შევიდა

ქუთაისის კერძო სკოლა “პროგრესში“ ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი სკოლაში ნაღმის არსებობის შესახებ შესული შეტყობინება გახდა. სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი შეწყდა, 800 მოსწავლე და პედაგოგები სკოლიდან გაიყვანეს.

სკოლის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა და სკოლაში ნაღმის არსებობა არ დადასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები