მედია: დოჰაში “ჰამასთან” 6-კვირიანი ზავის შესახებ მოლაპარაკება შესაძლოა, ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს
დოჰაში დღეს “ჰამასთან” 6-კვირიანი ზავის და 40 მძევლის გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებაა მოსალოდნელი.
ამის შესახებ The Times of Israel-ი ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
მისი ინფორმაციით, ისრაელის დელეგაციას “მოსად”-ის ხელმძღვანელი, დევიდ ბარნი გაუძღვება.
ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ მოლაპარაკებების ამ ფაზას შესაძლოა, სულ მცირე, ორი კვირა დასჭირდეს. ამის მიზეზად “ჰამასთან” მოლაპარაკების სირთულეს ასახელებენ.